ისტორიული ცნობებით პირველი პერგოლები გამოჩნდა ძველ საბერძნეთში. პერგოლები ანტიკურ საბერძნეთში ფართოდ გამოიყენებოდა შენობების, ბაღების, ვერანდების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, თეატრების, არენების და ა.შ. არქიტექტურული გაფორმებისათვის. უნდა აღინიშნოს , რომ პერგოლამ სამართლიანად დაიმკვიდრა თვალსაჩინო ადგილი ბერძნულ (და არა მარტო) არქიტექტურაში.
პერგოლები ბერძნულ არქიტექტურაში სინატიფის, სილამაზისა და რომანტიული გარემოს შექმნის სიმბოლოდ იქცა. ძველ ბერძნებს პერგოლის დადებითი მხარეები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ასევე სამედიცინო კუთხითაც. კერძოდ ბერძენმა მკურნალებმა დაადგინეს მისი სამკურნალო თვისებები: პერგოლის საშუალებით ზოლა-ზოლად მიღებული მზის აბაზანები განსაცვიფრებელ შედეგებს იძლეოდა გულსისხლძარღვთა, ვენების ვარიკოზულ და სხვადასხვა ნერვულ-ფსიქოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ.
ზემოთ აღნიშნული მეთოდით მზის აბაზანების მიღება საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც დადებითად აისახება ადამიანის ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე.
პერგოლები თანამედროვე არქიტექტურაშიც ფართოდ გამოიყენება ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. განსაკუთრებით გამოირჩევა იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, მონაკო, ესპანეთი, პორტუგალია, მალტა, მაროკო და ა.შ. ასევე ძალიან გავრცელებულია ამერიკის კონტინენტზეც.
ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების დღევანდელობაში ფაქტიურად არ არსებობს არც ერთი ვილის დაპროექტება პერგოლის გარეშე.
ჩვენი პერგოლების ლამელები რეგულირდება ნოლიდან 120°-გრადუსამდე, რაც საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ მზის სხივების ნაკადი ნოლიდან 90%-მდე. ე.ი თქვენ შეგიძლიათ სრულად დაიცვათ თავი მცხუნვარე მზისაგან, დახუროთ პერგოლა (პულტის საშუალებით) და სრულად გაღების შემთხვევაში მიიღოთ მზის სხივების 90%. კონსტრუქციის ნოლიდან 120°-გრადუსამდე ლავირება საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ დღის განათება და მზის სხივების ნაკადი.
პერგოლის მართვა ხდება პულტის საშუალებით
პერგოლის მდგრადი კონსტრუქცია გათვლილია 60-80 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლის საფარზეც. უფრო მეტი მოსალოდნელი თოვლის შემთხვევაში უბრალოდ ლამელები უნდა დატოვოთ ვერტიკალურ (ღია) მდგომარეობაში.
ალუმინის ანტიკოროზიული თვისება, სიმსუბუქე და სიხისტე გარანტიას იძლევა პერგოლის 40-50 წლის და მეტის ფუნქციონირებაზე.
ალუმინის პერგოლა ასევე გამოირჩევა მაღალი მედეგობით ულტრაიისფერ სხივებზე (მზის სხივები).