• info@albatross.ge
  • 032 2 140 140
  • 555 566 140
  • 593 222 140

ენერგო შემნახველი მინა-პაკეტი

ენერგო შემნახველი მინა-პაკეტი

აღწერა

ადამიანი ყოველთვის დაინტერესებული იყო ნაკლები დანახარჯით მიეღო მაქსიმალური კომფორტი. ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლიდან სითბოს ყველაზე მეტი გადინება ხდება ფანჯრებიდან, უფრო სწორად მინებიდან ვიდრე მაგალითად კედლებიდან, იატაკიდან და ჭერიდან.

მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგი ფანჯრები გქონდეთ, თუნდაც გერმეტიული, სითბო გაედინება მინებიდან ინფრაწითელი სხივების სახით. გამომდინარე აქედან თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ფართოდ გამოიყენება ენერგო შემნახველი მინები.

დღეის მდგომარეობით მოხმარებული მინების 80–90% უჭირავს ენერგო შემნახველ მინებს. მთელ რიგ მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში ამ მინების წილი სრული 100%–ია. არის ქვეყნები, მაგალითად გერმანია, სადაც კანონმდებლობა ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ კლიენტს შესთავაზონ, წერილობით განუმარტონ ენერგო მინების აუცილებლობა და ფუნქცია.

ისმის კითხვა რა არის ენერგო შემნახველი მინა და რით გამოირჩევა ის ჩვეულებრივი მინებისაგან?

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სითბო მინებიდან გაედინება ინფრაწითელი სხივების სახით. შეუიარაღებელი თვალით ადამიანისთვის შეუძლებელია ამის დანახვა. სხვათაშორის მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზოგიერთი ცხოველი და ფრინველი ხედავს ინფრაწითელ სხივებს, მაგალითად ძაღლი, კატა, არწივი და ა. შ. ნებისმიერი ცოცხალი არსება, ადამიანი, ცხოველი და თბილი საგნები, ავეჯი, კედლები იატაკი, და რა თქმა უნდა გათბობის ბატარეა ასხივებს ინფრაწითელს. და სწორედ ამ ინფრაწითელი სხივების არ გადინებაა ამოცანა.

ენერგო შემნახველი მინები დაფარულია თვალისთვის შეუმჩნეველი ვერცხლის, მცირე ზომის ნაწილაკებით. სწორედ ეს ვერცხლი ირეკლავს, უკუაგდებს ინფრაწითელ სხივებს და შესაბამისად არა გვაქვს ენერგიის, ამ შემთხვევაში სითბოს დანაკარგი. ასე რომ შეუკვეთედ ფანჯრები ენერგო შემნახველი მინებით. და დაზოგეთ თანხები გათბობაზე!