ზემო ჩამოთვლილი თვისებების გამო იმდენად გამძლეა ალუმინის ფასადები, რომ თამამად შეიძლება ითქვას: ალუმინის ფასადების ექსპლუატაციის ხანრძლიობა უ ვ ა დ ო ა!
ალუმინის ფასადების თქვენთვის სასურველი პროექტის დათვლა, დაანგარიშება და კონსტრუქციის გათვლა ალბატროსში წარმოებს მსოფლიო ლიდერის, გერმანული პროგრამა ORCADATA-ს მეშვეობით. ზემოთ აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ზუსტ დაანგარიშებას კონკრეტული რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით და მასალების ზუსტ შერჩევას.
რეგიონის კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით ძირითადი გათვლა ხდება ქარის დაწოლაზე, სეისმურ მონაცემებზე, ნალექის რაოდენობაზე და ა.შ.
არსებული პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე მონაცემებს ნესტიანობაზე, ჰაერში მარილების რაოდენობაზე (ზღვისპირა რეგიონები) და ა.შ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალუმინის ფასადების დანიშნულებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს კონსტრუქციას იმდენად რამდენადაც აკისრია მზიდის როლი (ორმაგი და სამმაგი მინა-პაკეტების წონა). ასე რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი და თქვენთვის სასურველი პროექტი შეუკვეთეთ პროფესიონალებს.