• info@albatross.ge
  • 032 2 140 140
  • 555 566 140
  • 593 222 140

Serge ferrar-ის პერგოლა

Serge ferrar-ის პერგოლა

აღწერა

როგორც ფოტოგალერეადან ჩანს “სერჟიო ფერარის“ პერგოლა შედგება ალუმინის კონსტრუქციისა და სპეციალური ნაჭრისაგან. ეს სპეციალური ნაჭერი დამზადებულია მსოფლიოში ლიდერი ფირმა “ Serge Ferrari ”– ში.

www.sergeferrari.com - Serge Ferrari - ეს ის ფირმაა, რომელიც სხვა უამრავ პროდუქციასთან ერთად ამზადებს საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო მანქანებისთვის ე. წ. ტენტებს. ზუსტად იგივე ნაჭერია გამოყენებული ჩვენი პროდუქციის დასამზადებლად. როგორც ცნობილია ეს ტენტები ძალიან გამძლეა, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უძლებს ყველაზე მაგარ დატვირთვებს. სატვირთო მანქანა და შესაბამისად ტენტიც თავისი მოძრაობის დროს დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის გარემოს და შესაბამისად იცვლება ტემპერატურა, მზე, წვიმა, ქარიშხალი, თოვლი, ყინვა და ა.შ. გზებზე ასევე ხშირია მექანიკური ნაწილაკების (ქვიშა , ღორღი) შემცველი ძლიერი ქარები

ეს ნაჭერი ასევე გამძლეა ანთებული სიგარეტის ნამწვავზეც და შესაბამისად ის არაალებადია. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს სატვირთო მანქანებზე ეს ტენტი გამოყენებადია 20 – 25 და მეტი წელი, ხოლო როცა ის ხვდება ნაკლებად აგრესიულ გარემოში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, ვერანდებზე და ა.შ. ექსპლოატაციის ხანგრძლივობა შესაბამისად იზრდება.

შეუკვეთეთ ალბატროსში სერჯიო ფერარის პერგოლები და მოიწყვეთ მყუდრო გარემო.